წარუმატებელი შედეგებისა და უსახური ფეხბურთის ფონზე, ნიდერლანდელი გუნდის მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი “ბარსელონამ” პოსტიდან გაათავისუფლა.
კუმანმა, რომელიც გუნდის ერთ-ერთ ლეგენდად ითვლება, 2020/21 წლების სეზონში გუნდის რეაბილიტაცია ვერ შეძლო. მისი გათავისუფლების საბაბი მადრიდის “რეალთან” და “რაიო ვალეკანოსთან” ზედიზედ განცდილი 2 მარცხი გახდა. შედეგად, ამ მომენტისთვის, კატალონიური გუნდი თავისთვის უჩვეულო, მე-9 პოზიციას იკავებს.
რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონას” დროებით მწვრთნელად – სერხი ბარხუანი დაინიშნა.
ესპანური მედიის მტკიცებით, რონალდ კუმანს ესპანელი ხავი ჩაანაცვლებს, რომელიც ამჟამად ყატარულ “ალ სადს” წვრთნის. “ბლაუგრანას” ლეგენდას ყატარში შესანიშნავი შედეგები აქვს – მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა 2 წელიწადში 7 ტიტული მოიგო.
GIPHY App Key not set. Please check settings