in ,

ბარსელონას აკადემიის ყოფილი მწვრთნელი თბილისის დინამოს აკადემიას უხელმძღვანელებს

თბილისის “დინამოს” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ახალგაზრდული აკადემიის მთავარ მწვრთნელად ანდრეს კარასკო დაინიშნა. ესპანელმა დამრიგებელმა ქართულ კლუბთან კონტრაქტი სამი წლით გააფორმა.

ესპანელი წარსულში უკვე მუშაობდა “დინამოში”, 2011-12 წლებში აკადემიის ჩამოყალიბება სწორედ მის სახელს უკავშირდება.

ანდრეს კარასკომ “დინამოს” პრესსამსახურთან შემდეგი კომენტარი გააკეთა.

“მწვრთნელს ვუთხარი, რომ თბილისის “დინამოს” აკადემიის ხელწერა იმდენად მკაფიო უნდა იყოს, რომ ჩვენს ფეხბურთელებს საკლუბო ეკიპირების გარეშეც უნდა ცნობდნენ.

ყველამ უნდა თქვას, რომ ეს არის “დინამო” და ასე ვთამაშობთ ჩვენ: ხარისხიანად, ტექნიკურად, დომინანტურად და ბურთის კონტროლით. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა, უნდა დავუმატოთ აგრესია, პრესინგი და ყველა ის დეტალი რომელიც ჩვენს ფეხბურთელებს განვითარებაში დაეხმარებათ. სწორედ ასეთია ჩემი ხედვა”, – ამბობს ესპანელი სპეციალისტი.

ანდრეს კარასკოს სამწვრთნელო კარიერა საფეხბურთო კლუბ “ბარსელონაში” დაიწყო, იგი “ლა მასიაში” 12 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამას გარდა კარასკო სხვადასხვა დროს “მალაგას” 16-წლამდე და დონეცკის “შახტარის” 19-წლამდე გუნდების მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

ესპანელმა სპეციალისტმა გარკვეული პერიოდი “საბურთალოს” აკადემიაშიც იმუშავა.

ბოლოს კარასკო ქუვეითის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტსაც იკავებდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თითქმის გადაწყვეტილია: არაბიძე ტორპედოში ითამაშებს

შვილი მამის კვალზე: ფაჩულიას ბრწყინვალე დებიუტი და ქართველების დამაჯერებელი გამარჯვებები