CIES-მა დაასახელა კლუბები, რომლებმაც სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე მეტი ფული დაკარგეს ბოლო 10 წელიწადში.
სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა დაითვალა, რომ 2014-დან 2023 წლამდე პერიოდში „ბარსელონამ“ 1244 მლნ ევროს ფეხბურთელები იყიდა და 613 მლნ-ის გაყიდა. ეს ყველაზე უარესი შედეგია მსოფლიოში.
საკუთარი აღსაზრდელების გაყიდვა არ მიიღება მხედველობაში, მხოლოდ იმ ფეხბურთელებზეა საუბარი, რომლებიც სხვა გუნდებიდან გადავიდნენ.
ტოპ 15 ასეთი გამოვიდა.:
- „ბარსელონა“ (სატრანსფერო ბაზარზე შემოსავლებსა და გასავალს შორის სხვაობა – მინუს 631 მლნ ევრო).
- „ჩელსი“ (-483).
- „არსენალი“ (-436).
- პსჟ (-410).
- „მანჩესტერი“ (-328).
- „მილანი“ (-298).
- „ასტონ ვილა“ (-256).
- „ევერტონი“ (-251).
- „ლივერპული“ (-249).
- „იუვენტუსი“ (-219).
- „კრისტალ პალასი“ (-207).
- „რეალი“ (-199).
- „ტოტენჰემი“ (-190).
- „ვესტ ჰემი“ (-183).
- „ინტერი“ (-168).
GIPHY App Key not set. Please check settings