კატალონიური კლუბის სოცმენეჯერმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ოთხი გენიალური სპორტსმენი – ლიონელ მესი, მაიკლ ჯორდანი, ტომ ბრედი და უეინ გრეცკი არიან გამოსახული. ფოტოს თან წარწერაც ახლავს – „საუკეთესოთა შორის საუკეთესოები“.
კადრი ქსელში სუპერბოულის დაწყებამდე გამოჩნდა. „ბარსას“ სოციალური ქსელების რედაქტორებმა აღნიშნეს, რომ ბრედს ნაციონალურ საფეხბურთო ლიგაში 6 გამარჯვება აქვს, ჯორდანმა NBA ჩემპიონის ტიტული 6-ჯერ მოიპოვა, გრეცკის სტენლის 4 თასი აქვს, მესიმ კი უეფას ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო.
უცნაურია ის ფაქტი, რომ „ბარსამ“ მესის გუნდთან ერთად გამარჯვებები აღნიშნა და არაფერი თქვა იმაზე, რომ ფეხბურთელს რეკორდული რაოდენობის, 6 „ოქროს ბურთი“ აქვს აღებული. ამასთან, „იუვენტუსის“ თავდამსხმელს, კრიშტიანო რონალდოს ჩემპიონთა ლიგაზე 5 გამარჯვება აქვს მოპოვებული. მიუხედავად ამისა, NFL Network–მა თანამედროვეობის ყველაზე დიდებულ ფეხბურთელად მაინც ლიონელ მესი დაასახელა.
„ბარსელონა“ ლეოსთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და „ატლეტიკოს“ 7 ქულით ჩამორჩება, თუმცა მადრიდულ კლუბს რეზერვში ორი მატჩი აქვს.
ტომ ბრედი სუპერბოულის ტრანსლაციის დასრულების შემდეგ ნაციონალური საფეხბურთო ლიგის საუკეთესო მოთამაშე მეშვიდედ გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings