in

ბარსა სხვის ფეხბურთელს 39 მილიონს გადაუხდის: ეს მესის ლოიალურობის ბონუსია

„ბარსელონას“ უზარმაზარი დავალიანება აქვს პსჟ-ს ფეხბურთელის მიმართ. საუბარია ლიონელ მესიზე.

კატალონიური კლუბი ვალდებულია თავის ყოფილ კაპიტანს ბონუსი გადაუხადოს ლოიალურობისათვის, რომელიც 39 მილიონ ევროს შეადგენს. ეს ბონუსი გაწერილი იყო მესისა და „ბარსას“ აწ უკვე ვადაგასულ კონტრაქტში, იუწყება El Mundo.

ხელშეკრულებაში ეწერა, რომ მიუხედავად იმისა, მესი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ (2021 წლის 30 ივნისი) კლუბს დატოვებდა თუ არა, ის მაინც მიიღებდა 39-მილიონიან ბონუსს.

10 აგვისტოს მესიმ პსჟ-სთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა 1 წლით გახანგრძლივების პირობით.
5 აგვისტოს „ბარსელონამ“ გამოაცხადა, რომ ესპანური ლიგის რეგლამენტში გაწერილი ფინანსური და სტრუქტურული წინააღმდეგობების გამო მესისთან ახალ კონტრაქტს ვეღარ გააფორმებდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩემთან იცხოვრე: სერხიო რამოსმა მესი ოჯახით თავისთან მიიპატიჟა

სანდრო მამუკელაშვილი: ვცდილობ იანისისგან და სხვებისგან ბევრი რამ ვისწავლო