იტალიური (ნეაპოლური) გამოცემა „ილ მატინო“ ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე წერს და მისი აგენტის მამუკა ჯუღელის სიტყვები მოჰყავს პირველი არხისთვის მიცემული ინტერვიუდან. აი რაზე გაამახვილეს ყურადღება იტალიელმა ჟურნალისტებმა.
„ბევრ კლუბთან მქონია შეხება, მაგრამ გაუშვებს თუ არა დე ლაურენტისი მას? ამჟამად კლუბთან კონტრაქტია გაფორმებული“ – ასე თქვა ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა.
„წარმატებული სეზონის შემდეგ შესაძლოა დაინტერესდნენ „ბარსელონა“, „რეალი”, „მანჩესტერი“.
ყველაფერი თავის დროზე მოხდება, ჯერ ადრეა, თანაც იმიტომ, რომ ხვიჩა არაჩვეულებრივი მოთამაშეა და მსოფლიოს საუკეთესო სამ ფეხბურთელს შორისაა. არცერთი გუნდი არ იტყვის უარს მის გუნდში ყოფნაზე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ის თავიდანვე კარგად ითამაშებდა ნეაპოლში, მაგრამ ვერც მე და ვერც მამამისი ვერ წარმოვიდგენდით, რომ ის საუკეთესო გახდებოდა“.
GIPHY App Key not set. Please check settings