მსოფლიო ჩემპიონატი კარს მოგვადგა და „ბარსელონამ“ აუწყა, რომ ის მუნდიალზე 16 ფეხბურთელს უშვებს, რაც ამ კლუბის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.
ეს 16 ფეხბურთელი 8 ნაკრებს წარმოადგენს. ესენია: ესპანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, დანია, ბრაზილია, გერმანია, პოლონეთი და ურუგვაი. ყველაზე მეტი ლოგიკურია ესპანეთს ჰყავს.
ლუის ენრიკეს გუნდში არიან ერიკ გარსია, ჟორდი ალბა, პედრი, გავი, ბუსკეტსი, ანსუ ფატი და ფერან ტორესი. ამასთან, გავი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა ესპანეთის ისტორიაში, ვისაც კი მუნდიალზე უთამაშია.
საფრანგეთის ნაკრებში მიდიან კუნდე და უსმან დემბელე, ნიდერლანდებში გამოიძახეს ფრენკი დე იონგი და მემფის დეპაი (მისთვის მეორე მუნდიალია).
დანიას წარმოადგენს ანდრეას კრისტენსენი (ასევე მეორე მუნდიალი). დებიუტი ექნება მსოფლიოზე ბრაზილიელ რაფინიას, ისევე როგორც არაუხოს ურუგვაიში. მუნდიალზე ნამყოფია, მაგრამ თამაშმა არ მოუწია გერმანელ ტერ შტეგენს. დაბოლოს, მკვლელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც პოლონეთისთვის გაიტანს.
„ბარსელებმა“ მუნდიალზე წასვლამდე ერთად ივახშმეს და ფეხბურთელები ერთმანეთს თბილად დაემშვიდობნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings