in

ბარსაში საუკეთსო მესი აღარ არის: ლეო ოფიციალურად თავისუფალია – კლასიკოს ვადა დადგენილია

„ნოუ კამპზე“ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს. 5 ათასზე მეტმა გულშემატკივარმა 3-3 საუკეთესო ქალი და მამაკაცი ფეხბურთელი დაასახელა. ბიჭების სამეულში მოხვდნენ ლე მესი, ფრენკი დე იონგი და ტერ შტეგენი.
ჟიურიმ, რომელიც „ბარსას“ ხელმძღვანელობისგან, ფან-კლუბის წევრებისა და კატალონიური გაზეთების ჟურნალისტებისგან შედგებოდა, საუკეთესოდ არა ლეო, არამედ ნიდერლანდელი ნახევარმცველი დე იონგი დაასახელა. ის გუნდისა და ქალაქისადმი ერთგულების გამო დააფასეს, ასევე საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაშისთვის.

ამასობაში მესის კონტრაქტის ვადა „ბარსელონასთან“ ამოიწურა.
ფორმალურად არგენტინელი თავისუფალი აგენტი გახდა.
გუშინაც გვეწერა, რომ ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ ოფიციალურად ჯერ არ გაცხადებულა.
ასევე გაჩნდა ინფორმაცია, რომ „ბარსა“ მესის კონტრაქტთან დაკავშირებით ფინანსურ დეტალებს არკვევს ლა ლიგასთან და საგადასახადო ინსპექციასთან.
ამჟამად მესი მოგეხსენებათ კოპა ამერიკაზეა ბრაზილიაში.

2021/22 წლების ლა ლიგის კალენდარი უკვე ცნობილია. ახალი სეზონი 15 აგვისტოს იწყება. „რეალი“ სტუმრად ითამაშებს „დეპორტივოსთან“, „ბარსელონა“ მიიღებს „სოსიედადს“, ხოლო ჩემპიონი „ატლეტიკო“ ვიგოში ჩავა „სელტასთან“.

პირველი ელ კლასიკო 23 ან 24 ოქტომბერს ჩატარდება. მე-10 ტურის მატჩში მასპინძელი „ბარსა“ იქნება. მთავარი გრანდების მეორე მატჩი მადრიდში 2022 წლის 19 ან 20 მარტს გაიმართება.
პრიმერას ბოლო ტური 22 მაისს ჩაინიშნა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურაბ ჟვანია საფრანგეთში დაბრუნდა: ზუზუ გრენობლს შეუერთდა

ლევან მაისაშვილი: დასაკარგი არაფერი გვაქვს, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ