უეფამ ევროპული კლუბების ფინანსების შესახებ 2020 ფინანსური წლის ანგარიში წარადგინა.
„ბარსელონამ“ ამ პერიოდში ყველაზე მეტი იშოვა – 730 მლნ ევრო. მეორე ადგილზეა „რეალი“. ესპანურ გრანდებს გერმანული გიგანტი „ბაიერნი“ მოყვება.
შემოსავლების ძირითად საშუალებას სპონსორები და კომერციული საქმიანობა წარმოადგენს.
ტოპ 20-ის კლუბების უმრავლესობის შემოსავლები 2019 ფინანსურ წელთან შედარებით შემცირდა. გამონაკლისია „ლაიპციგი“ (+38%), „ვალენსია“ (+12%) და „ევერტონი“ (არ შეცვლილა).
ევროპის ტოპ 20 კლუბი 2020 ფინანსური წლის შემოსავლებით:
1. „ბარსელონა“ – 730 მლნ ევრო;
2. „რეალი“ – 715 მლნ;
3. „ბაიერნი“ – 634 მლნ;
4. „მანჩესტერი“ – 580 მლნ;
5. პსჟ – 560 მლნ;
6. „ლივერპული“ – 559 მლნ;
7. „სიტი“ – 553 მლნ;
8. „ჩელსი“ – 465 მლნ;
9. „ტოტენჰემი“ – 459 მლნ;
10. „იუვენტუსი“ – 401 მლნ;
11. „არსენალი“ – 389 მლნ;
12. „ბორუსია“ დორტმუნდი – 371 მლნ;
13. „ატლეტიკო“ – 332 მლნ;
14. „ინტერი“ – 302 მლნ;
15. „ლაიპციგი“ – 278 მლნ;
16. „ვოლფსბურგი“ – 219 მლნ;
17. „ზენიტი“ – 214 მლნ;
18. „ევერტონი“ – 212 მლნ;
19. „ვალენსია“ – 210 მლნ;
20. „ლიონი“ – 194 მლნ.
GIPHY App Key not set. Please check settings