in

ბარსას მემფის დეპაის გაშვება უწევს, ლუკაკუ მილანში ჩაფრინდა. დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები

ფაბრიციო რომანოს თქმით, „ჩელსი“ და „ლიდსი“ რაფინიას თაობაზე შეთანხმებას უახლოვდებიან. 60 მილიონი გირვანქა და 5 წლიანი კონტრაქტი გამზადებულია, მაგრამ დეტალები დასაზუსტებელია სანამ ვიტყვით, რომ ტრანსფერი შედგა.


ფრანგული პრესისა და ფაბრიციო რომანოს მონაცემებით, კრისტოფ გალტიე რენატუ სანჩესს „პსჟ“-ში წაიყვანს. ყველაფერი გადაწყვეტილია, მაგრამ პარიზული გუნდის გულშემატკივარს მილან შკრინიარის ამბავი უფრო აინტერესებს. ცენტრალური მცველის თაობაზე მოლაპარაკებები დაწყებულია.

რომელუ ლუკაკუმ საწადელი აიხდინა და „ინტერში“ დაბრუნდა, ოღონდ 1 წლით. 7 მილიონიანი საიჯარო ხელშეკრულება შედგა. ასევე, ლუკაკუმ ხელფასი საგრძნობლად დაიკლო, რათა „ინტერში“ დაბრუნებულიყო. „ინტერის“ ულტრასთა ნაწილმა ლუკაკუს ტრანსფერს ბოიკოტი გამოუცხადა, რადგან ზუსტად 1 წლისწინ რომელუ „ჩელსიში“ გადავიდა.


ისევ ფაბრიციო რომანო. „ბარსელონას“ მემფის დეპაის გასხვისება უწევს. 27 წლის ნიდერლანდელი ჩავის ძალიან მოსწონს, მაგრამ გუნდში უმძიმესი ფინანსური სიტუაციაა და იმის გათვალისწინებით, რომ დეპაის კონტრაქტი 1 წლის შემდეგ უმთავრდება, „ბლაუგრანას“ ურჩევნია მის სანაცვლოდ გარკვეული თანხა აიღოს, რადგან ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად საკმარისი სახსრები არ არსებობს.


„ატლეტიკის“, „სქაის“; „ბბს“ და ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ტოტენჰემმა“ რიშარლისონის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. „ევერტონი“ დაახლოებით ისეთივე სიტუაციაშია, როგორშიც „ბარსა“. 1 კვირაში უნდა გამოქვეყნდეს 4 წლის ფინანსური ანგარიში და „ევერტონი“ დიდ მინუსშია, შესაბამისად, ფინანსურ ტრიბუნალთან წარსდგომა რეალურია, რამაც შესაძლოა ლივერპულური გუნდი ჩემპიონშიფში დააქვეითოს. ჰოდა, რიშარლისონის სანაცვლოდ აღებული 60 მილიონი ყველა პრობლემას გადაწყვეტს. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ტაილერ მალასიას ტრანსფერს ხურავს. ნიდერლანდური პრესის ცნობით, “იუანიტედი” “ფეიენოორდთან” საქმის სწრაფად მოგვარებას ცდილობს. 22 წლის მალასია ამპლუით მარცხენა მცველია. ტრასნფერი მალე გაოფიციალურდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პსჟ-მ ახალი ფორმა წარადგინა: მესი გოუთის წარწერის ფონზე…

ჩავიდნენ: იმ დღესვე ივარჯიშეს, ხვალ თამაშია – ვიდეო