„ბარსელონას“ კორონავირუსისგან დამცავი ნიღბები ესპანეთში საუკეთესოდ მიიჩნია მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციამ (OCU).
ასეთია ზედამხედველობის სამსახურის თებერვლის კვლევის შედეგები.
ანგარიშის თანახმად, „ბლაუგრანას“ ნიღბების ეფექტიანობა 94%-ს შეადგენს, ის მთლიანად ეკოლოგიური მასალისგან არის დამზადებული და მისი გამოყენება 40-ჯერაა შესაძლებელი.
გარეცხვა რეკომენდირებულია 60 გრადუსამდე, ხოლო დაუთოება 160 გრადუსამდე – 10-15 წამის განმავლობაში.
„ბარსელონას“ ონლაინ-მაღაზიაში ერთი ასეთი ნიღბის ფასი 12.6 ევროა.
GIPHY App Key not set. Please check settings