ლა ლიგის მე-11 ტურში მადრიდის “რეალი” შინ “ბარსელონასთან” განადგურდა – 0:4.
30-ე წუთზე კილიან მბაპეს გოლი თამაშგარეს გამო გაუქმდა.
54-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ “ბლაუგრანა” დააწინაურა. 56-ზე „ბარსას“ ფორვარდმა მოხდენილი თავური დარტყმით დუბლი შეასრულა. 66-ში მბაპემ ისევ თამაშგარედან გაიტანა.
77-ეზე ლამინ იამალმა ანგარიში სოლიდური გახადა. რაფინიამ 84-ე წუთზე ბოლო ლურსმანი ჩააჭედა.
11 ტურის შემდეგ „ბარსელონა“ მადრიდის „რეალს“ 6 ქულით უსწრებს.
რეალი – ბარსელონა 0:4
0:1 – 54 ლევანდოვსკი, 0:2 – 56 ლევანდოვსკი, 0:3 – 77 იამალი, 0:4 – 84 რაფინია.
ფლიკი: „ბარსელონამ მოწინააღმდეგის კართან ოსტატობა გამოავლინა და თავს კარგად იცავდა. გეგმამ იმუშავა. ბედნიერი ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ. ჩვენ გვჯერა ჩვენი იდეის”.
ანჩელოტი: „თანაბარი მატჩი იყო. “რეალმა” 60 წუთი კარგად ითამაშა, ბოლო ნახევარი საათი უნდა დავივიწყოთ“.
„ბარსელონამ“ 21-ე საუკუნეში მე-10 გაანადგურა „რეალი“. მადრიდელებმა კლასიკოში 3 გამარჯვება მოიპოვეს დიდი ანგარიშით.
„ბარსელონამ“ „რეალთან“ ბოლო 5 მატჩში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მანამდე ზედიზედ 4 მარცხი იყო.
“ბარსამ” კლასიკოში 101-ე გამარჯვება მოიპოვა. მადრიდის “რეალს” 105 მოგება აქვს.
0:4 – „რეალის“ ყველაზე დიდი მარცხი „ბარსელონასთან“ ბოლო 9 მატჩში. იგივე მოხდა 2022 წელს „ბერნაბეუზე“.
“ბარსელონამ” ლა ლიგაში “რეალის” დაუმარცხებელთა სერია შეწყვიტა. მადრიდელები კატალონიურ რეკორდს ერთი მატჩით აშორებენ – 42 წაუგებელი 43-ის წინააღმდეგ.
ფლიკი არის „ბარსელონას“ პირველი მწვრთნელი 2013 წლის შემდეგ, რომელმაც თავისი სადებიუტო კლასიკო მოიგო.
„ბარსელონამ“ ფლიკით ლა ლიგაში 11 მატჩიდან 10 მოიგო და 37 გოლი გაიტანა.
ოქტომბერში „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალი“, მიუნხენის „ბაიერნი“, „სევილია“ და კიდევ ორი კლუბი დაამარცხა – 21:2.
„რეალმა“ ბოლო 5 მატჩიდან 2 წააგო. გასულ სეზონში ამდენივე მარცხი იყო.
“რეალს” 12 თამაშგარე ჰქონდა: 8 მბაპეს, 3 ვინისიუსს, ერთი ბელინგემს. „ბარსას“ მხოლოდ ერთი თამაშგარე.
მადრიდის “რეალის” მაისურით ბელინგემმა 11 მატჩში 0 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში, ოქტომბრის ბოლომდე, 13 მატჩში 13 გოლი ჰქონდა.
ვინისიუსს ორი დარტყმა ჰქონდა და არცერთი კარში. მან “კლასიკოს” წინ ზედიზედ სამ მატჩში გაიტანა გოლი.
ლამინ იამალმა კლასიკოში პირველად გაიტანა გოლი. ლამინს ლა ლიგის 11 მატჩში 5+6 აქვს
17 წლის იამალი კლასიკოში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორია. ლამინმა ანსუ ფატის რეკორდი მოხსნა.
რაფინიას ამ სეზონში 14 მატჩში 10+7 გოლი/პასი აქვს. “ბარსას” გარემარბმა “კლასიკოში” 1+1 მიითვალა.
ლევანდოვსკიმ მადრიდის “რეალთან” 16 მატჩში 10 გოლი გაიტანა.
ლევანდოვსკიმ კლასიკოში 3 წუთში დუბლი შეასრულა.
ლევანდოვსკი ლა ლიგის ბომბარდირთა რბოლაში უახლოეს მდევრებს ორჯერ ასწრებს. პოლონელს 14 გოლი აქვს, აიოზეს 7, მბაპეს და რაფინიას 6.
GIPHY App Key not set. Please check settings