in

ბარსამ მე-100 კლასიკო მოიგო და ჩემპიონი ხდება

„ბარსამ“ და „რეალმა“ ცეცხლოვანი კლასიკო შემოგვთავაზეს მაგარი დასასრულით: კატალონიელებმა გამარჯვება ბოლოს გამოსტაცეს – 2:1

კესიეს გოლის დროს 91 წუთი და 2 წამი იყო. უფრო გვიან კლასიკოში „ბარსას“ რიგებში გაუტანია მესის – 2017 წელს 91 წუთი და 48 წამი ენთო.

საჩემპიონო რბოლაში ახლა +12 ქულაა.
დასკვნითი მონაკვეთია, მაგრამ „ბარსას“ განტვირთული კალენდარი აქვს, ევროთასებზე არ არის.

ბარსელონა – რეალი 2:1
ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 95 745 მაყურებელი
გოლები: 0:1 არაუხო (9, საკ. კარში), 1:1 სერხი რობერტო (45), 2:1 კესიე (90+2)

„ბარსელონამ“ 2011/12 წლების შემდეგ პირველად მოიგო ზედიზედ სამი კლასიკო – ლა ლიგაში, თასზე და სუპერთასზე. მაშინ „ბარსას“ გვარდიოლა წვრთნიდა, „რეალს“ – მოურინიო.

„ბარსამ“ კლასიკო „კამ ნოუზე“ პირველად მოიგო 2018 წლის შემდეგ.

„ბარსელონამ“ ლა ლიგაში ბოლო 11-დამ 10 საშინაო მატჩი მოიგო.

ანჩელოტი: „რეალმა“ მოგება დაიმსახურა, ძალიან კარგი თამაში იყო“.

ჩავი: „ბარსელონა“ დომინირებდა და უფრო მეტი მომენტი შექმნა. კმაყოფილი ვარ“.

კურტუა – „რეალის“ ფეხბურთელებში საუკეთესოა. Goal-ის ვერსიით მას 8 ქულა აქვს, ყველაზე ცუდები ბენზემა და კროოსი არიან – 4.

ანჩელოტიმ ლა ლიგაში 8-დან 5 კლასიკო წააგო.

ჩავიმ 6-დან 4 მატჩი მოუგო ანჩელოტის.

„რეალის“ გოლი 81-ე წუთზე გაუქმდა ოფსაიდის გამო.

ჩავი: „აშკარა ოფსაიდი. მე მომწონს VAR. ის ფეხბურთს სამართლიანს ხდის“.

ანჩელოტი: „არის ეჭვი, რომ ოფსაიდი იყო. მადრიდში ეჭვებით ვბრუნდებით. „რეალს“ არ დაუმსახურებია წაგება“.

„ბარსას“ ახლა ზუსტად 100 მოგება აქვს კლასიკოში. „რეალს“ – 102 და 5 გოლით მეტი: 420 vs 415. კიდევ 51 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო გუნდურში მსოფლიო თასზე პირველია

წლის ყველაზე უცნაური ვიდეო: 13 წლის ბიჭს ცარიელ კარში გოლის გატანის საშუალება მისცეს, მან კი ააცილა და მოედნიდან გავარდა