in

ბარსამ ისტორიაში ყველაზე მსხვილი სასპონსორო წინადადება მიიღო

„ბარსელონამ“ შესაძლოა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი სასპონსორო კონტრაქტი გააფორმოს.

როგორც Diario Sport წერს, ჯერჯერობით უცნობი კომპანია მზადაა კატალონიელებს 80 მლნ ევრო გადაუხადოს საკუთარი ლოგოს მაისურების წინა მხარეს, მკლავებსა და საწვრთნელ ფორმებზე დატანის სანაცვლოდ. თუ მხარეები მოილაპარაკებენ, ეს გარიგება საფეხბურთო ინდუსტრიაში ყველაზე მსხვილი იქნება.

დღეისათვის ყველაზ შემოსავლიანია „რეალის“ თანამშრომლობა Fly Emirates-თან. მადრიდული კლუბი ყოველწლიურად დაახლოებით 70 მლნ ევროს იღებს. „ბარსელონას“ მიმდინარე პარტნიორობა Rakuten-თან 55 მლნ ევროდ ფასდება.

ამასთან, სახელდება სხვა კომპანიებიც, ვისთანაც „ბარსა“ მოლაპარაკებებს აწარმოებს. კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა უკვე შეხვდა VeganNation, Polkadot და Spotify-ის წარმომადგენლებს. ასევე შესაძლოა ჩინეთის უმსხვილეს ტექნოლოგიურ გიგანტ Tencent-თან თანამშრომლობა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბეჟანიშვილის 14 ქულა 10 წუთში

სამუელ ინკუმი: საქართველო ძალიან შემიყვარდა და თავს უკვე ქართველად მივიჩნევ – ქართულ ფეხბურთს დიდი პოტენციალი აქვს