ბარბაროსების კულტურა 1890 წლიდან იღებს სათავეს, როცა მოთამაშე ვოლტერ კარპმაელმა დაარსა კლუბი, რათა სეზონის დასრულების შემდეგ ეთამაშათ წნეხის გარეშე.
ვინ არიან ბარბაროსები? – სხვადასხვა კლუბიდან მიწვეული ხალხი, რომლებიც ყოველგვარი წნეხის გარეშე თამაშობენ. დაახლოებით ამერიკულ „ოლ სტარს“ წაააგავს იმ განსხვავებით, რომ მორაგბეები სერიოზულად თამაშობენ.
ვის იწვნენ ბარბაროსებში? – ზუსტი ფორმულირება არ არსებობს, მაგრამ ბოლო წლებში ძირითადად იმ მოთამაშეებს იწვევენ, რომლებსაც ნაკრებში ხშირად არ უწევთ თამაში.
ჰოდა, გუშინ „თვიქენჰემზე“ ედი ჯოუნსის ინგლისი 21:52 განადგურდა და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ორმა ქართველმა ბექა გიგაშვილმა და დავით ნინიაშვილმაც მიიღეს მატჩში მონაწილეობა. მათ გარდა წარსულში 10-მდე ქართველს უთამაშია ბარბაროსთა შემადგენლობაში.
GIPHY App Key not set. Please check settings