in

ბაიერნის ციხე-სიმაგრეს ბზარი გაუჩნდა. ფეხბურთელები განელსმანით უკმაყოფილონი არიან

იულიან ნაგელსმანი, რომ ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მწვრთნელია თაობაში, ეს არახალია, მაგრამ მისი “ბაიერნული” კარიერა ოდებითა და ვარდის ფურცლებით მიმოფენილი ნამდვილად არ არის.

“ბაიერნს” ბუნდესლიგაში ზედიზედ 4 მატჩია არ მოუგია და ეს უბრალო ამბავი არ არის.

“ბაიერნის” ხელმძღვანელობაც უკმაყოფილოა. პირველ რიგში პერფორმანსის ხარისხი და შემდეგ მისი ჩაცმულობა. ნაგელსმანი ადიდასისა და ჰუგო ბოსის ტანსაცმელს კი იცვამს, რადგან ეს კომპანიები ზრუნავენ “ბაიერნის” ჩაცმულობაზე, მაგრამ უნდა გააცნობიეროს, რომ ფეხბურთი შოუ ბიზნესი არ არისო.

ფეხბურთელებს კი ცალკე სადარდებელი აქვთ. ყველა მატჩის შემდეგ ჩვენ გვლანძღავს და თავად სულ მართალიაო. “აუგსბურგთან” 0:1 მატჩის შემდეგ განსაკუთრებულად. ფავორიტი მოთამაშეები ჰყავსო, განსაკუთრებით, კიმიხი და ტენდენციურობასაც ვამჩნევთო.

ჰო, რამდენიმე დღის წინ ბაზაზე დიდი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ჰასან სალიჰამიჯიჩი (სპორტული დირექტორი), ნოიერი, მიულერი, კიმიხი და ნაგელსმანი დაესწრნენ. საუბრის შინაარსი უცნობია, მაგრამ პროგნოზირებადი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტედ ლასოს რიჩმონდი ფიფა 23-ში იქნება!

მომღიმარ სახეთა ანტურაჟი დინამო არენაზე. ხვალ საქართველოს ნაკრები თამაშობს