საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ბათუმის “დინამოს” მისასალმებელი ჟესტი. აჭარული კლუბის გადაწყვეტილებით, ბათუმში მყოფი უკრაინელები “აჭარაბეთ არენაზე” ბათუმის “დინამოს” შეხვედრებს უფასოდ დაესწრებიან. ინფორმაციას, ბათუმის “დინამოს” ოფიციალური Facebook გვერდი ავრცელებს.
“დინამო ბათუმის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით გუნდის მომავალ საშინაო მატჩებზე დასწრებას უკრაინის მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ ძვირფასო უკრაინელებო, adjarabet Arenaს სალაროებში უკრაინის პასპორტის წარდგენის შემთხვევაში, მატჩზე დასასწრები ბილეთი უსასყიდლოდ გადმოგეცემათ. აღნიშნული ინიციატივით გვსურს კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი თქვენდამი სოლიდარობა და გვჯერა, რომ ჩვენს საოცარ არენაზე მიღებული ემოციები მცირედით მაინც გააფერადებს თქვენს ყოვედღიურ ფიქრებს. პატივისცემით, დინამო ბათუმის ადმინისტრაცია”, – წერია ბათუმის “დინამოს” განცხადებაში.
ბათუმის “დინამო”, რომელიც ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერია მომდევნო შეხვედრას 18 აპრილს, ბათუმში, “გაგრას” წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings