ზაფხულში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის “დინამო” ქართული ფეხბურთის და საქართველოს ღირსებას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიცავს.
ბათუმის “დინამო” ქვეყნის ჩემპიონი შარშან პირველად გახდა და შესაბამისად აჭარული გუნდი ევროპული საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე პირველად იასპარეზებენ.
გია გეგუჩაძის გუნდი ასპარეზობას პირველი საკვალაფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს და განუთესავი იქნება. 15 გუნდიდან ცნობილია იმ 12 გუნდის ვინაობა, რომლებიც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმელების პოტენციური მეტოქეები არიან.
ყარაბაღი(აზერბაიჯანი)-25.000 ქულა
მალმიო (შვედეთი) – 23.500
ლუდოგორეცი (ბულგარეთი) – 23.000
შერიფი (მოლდოვა) – 22.500
ბოდო/გლიმტი (ნორვეგია) – 17.000
ფერენცვაროში (უნგრეთი) – 15.500
სლოვანი (სლოვაკეთი) – 13.000
ჰიკ (ფინეთი) – 8.500
ნიუ სეინტსი (უელსი) – 8.500
ჟალგირისი (ლიეტუვა) – 8.000
ლინკოლნი (გიბრალტარი) – 7.250
შემროკ როვერსი (ირლანდია) – 7.000
რუმინეთის ჩემპიონი (კლუჟი, სტიაუა, უნივერსიტატია)
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 5/6 ივლისს, განმეორებითი მატჩები კი, 12/13 ივლისს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings