in ,

ბათუმის დინამოს სავარაუდო მეტოქეთა სია 5 გუნდამდე შემცირდა: ვინ გვაწყობს და ვინ არა

ხვალ, 14 ივნისს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება. ქართული გუნდი განუთესავთა შორისაა, თუმცა იმის ალბათობაც საკმაოა, რომ ზღვისპირელებს შედარებით იოლი მეტოქე შეხვდეთ.

1) „ყარაბახი“: აზერბაიჯანული გუნდი, რომელსაც ზედმეტი წარსდგენა ნამდვილად არ სჭირდება. ლუკა გუგეშაშვილის გუნდი გასულ სეზონში კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობდა და „ბაზელის“ „კაირატისა“ და „ომონიას“ ბარიერის მიუხედავად, ჯგუფი მეორე ადგილზე დაამთავრა, გზა „მარსელთან“ გაიკვალა და დამარცხდა. ბოლო წლებში „ყარაბახი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გამოდიოდა და სასურველ მეტოქეთა შორის ნამდვილად არ ფიგურირებს.

2) ტირასპოლის „შერიფი“: ზედმეტი შესავლის გარეშე, ამ გუნდმა გასულ სეზონში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მადრიდის „რეალი“ დაამარცხა და ბოლო ტურამდე ინარჩუნებდა ურთულესი ჯგუფიდან გასვლის შანსს! უქართველოდ არც „შერიფია“. ვაჟა თარხნიშვილი ამ გუნდის ლეგენდა და სპორტული დირექტორია.

3) ბრატისლავას „სლოვანი“: ყველაზე ქართული გუნდი ევროპაში. სულ ახლახანს გუნდს ვლადიმირ ვაისი დაემშვიდობა, მაგრამ ჯაბა კანკავა და გურამ კაშია ბრატისლავურ გუნდში რჩებიან. სლოვაკებმა გასულ სეზონში კონფერენს ლიგაზე იასპარეზეს. „კოპენჰაგენის“, პაოკ-სა და „ლინკოლნის“ ჯგუფში მესამე პოზიცია დაიკავეს.

4) „ლინკოლნი“: გიბრალტარული კლუბი თითქოს სასურველთა შორისაა, მაგრამ, წინამდებარე წინადადებაში გითხარით, რომ კონფერენს ლიგის გასული სეზონის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობდნენ. თუმცა, შემადგენლობის რამდენიმე წევრი მოყვარული ფეხბურთელია და ამ გუნდთან ჩვენი შანსი გაცილებით მაღალია.

5) ირლანდიური „შემროკი“: ეს გუნდიც სასურველთა შორისაა. ამ კლუბის მოთამაშეთა ჯამური ფასი „ტრასნფერმარკეტის“ მიხედვით 3.23 მილიონი ევროა, თუმცა ამ პორტალზე სწორების გაკეთება არ ღირს, რადგან ფასები პირობითია. ისე კი, ზედა სამეულთან შედარებით „შემროკიცა“ და „ლინკოლნიც“ სასურველთა სიას განეკუთვნებიან. გასული სეზონი მათ ჩემპიონთა ლიგაზე დაიწყეს, თუმცა პირველსავე წრეში „სლოვანთან“ დამარცხდნენ. კონფერენს ლიგის მესამე ეტაპზე „ტეუტა“ დაამარცხეს, მაგრამ „ფლორას“ ბარიერი გადაულახავი აღმოჩნდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნუნიესი პრემიერლიგაში მეხუთე აღმოჩნდა: რომელია ამაზე ძვირი ტრანსფერები

ბასილაშვილმა რუბლიოვი დაამარცხა