პოზნანის „ლეხის“ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, ბათუმის „დინამო“ კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ვიკინგურსა“ და „ტნს“-ს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
„ვიკინგური“ ისლანდიის ჩემპიონია, ხოლო „ტნს“ უელსის, შესაბამისად, პოზნანის ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, „დინამო“ საკმაოდ სუსტ მეტოქეს შეხვდება და პლეი ოფში მოხვედრის შანსი ექნება.
ბათუმელები პირველ შეხვედრას სტუმრად 4 აგვისტოს ჩაატარებენ.
„ტრანსფერმარკეტზე“ „ვიკინგურის“ ფასი 2.48 მილიონი ევროა, ხოლო „ტნს“-ის 2.18 მილიონი, მაშინ, როდესაც ბათუმური გუნდი 9 მილიონზე მეტი ღირს.
GIPHY App Key not set. Please check settings