Crystalbet ეროვნული ლიგის მეოთხე ტური გუშინ თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე გახსნა. თბილისის “ლოკომოტივმა” ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ბათუმის “დინამოს” უმასპინძლა და 0:2 დამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში ბათუმის “დინამოს” გუნდის ლიდერი და მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდი ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიონი ვერ ეხმარებოდა.
შეხვედრა, განსაკუთრებით მისი პირველი ტაიმი, “ლოკომოტივის” უპირატესობით წარიმართა. “რკინიგზელებს” რამდენიმე 100 %-იანი საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ დამაგვირგენებელ ფაზაში თბილისური გუნდის ფეხბურთელებს საშემსრულებლო ოსტატობა აკლდებოდათ. შეყილაძემ და იაკობიძემ ერთი-ერთზე ვერ შეძლეს გატანა.
ბათუმის “დინამოს” კი, ტაიმის მიწურულს ერთი მომენტი ჰქონდა და ის მომენტი გამოიყენა. თორნიკე გაფრინდაშვილის ჩაწოდების შემდეგ, რევაზ თევდორაძის კარი ირაკლი ბიძინაშვილმა აიღო. ბიძინაშვილისთვის ეს მიმდინარე სეზონში გატანილი მეოთხე გოლია და მაჩვენებლით იგი ჯოვინოს გაუთანაბრდა.
მატჩის მიწურულს კი, ბათუმის “დინამოში” თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა მილან რადინმა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
საბოლოოდ, 2:0 და ბათუმის “დინამომ” ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
GIPHY App Key not set. Please check settings