in

ბათუმის დინამომ დაადასტურა: ოფიციალურად,ანანიძემ კარიერა დაასრულა

ქართველმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ 29 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ჯანომ ეს გადაწყვეტილება გაუთავებელი ტრავმების შემდეგ მიიღო.

ჯანოს ამ გადაწყვეტილებას facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ბათუმის “დინამო” ეხმიანება, ბოლოს ჯანო აჭარული კლუბის ღირსებას იცავდა, მადლობას უხდის ყველაფრისთვის.

ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. პირველ რიგში გვინდა ჯანოს ჯანმრთელობა ვუსურვოთ და ჩვენი გუნდის მაისურით მოედანზე გატარებული თითოეული წუთისთვის მადლობა გადავუხადოთ. სამწუხაროდ ტრავმების სიმრავლემ ჯანოს საფეხბურთო ნიჭის სრულად წარმოჩენის საშუალება არ მისცა, მაგრამ მიუხედავად ამისა მან ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს უამრავი დადებითი ემოცია აჩუქა.ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჯანო ანანიძე კვლავაც დარჩება ქართული ფეხბურთის სამსახურში და არაერთ სასიკეთო საქმეს გააკეთებს.”-წერს ბათუმის “დინამოს” ოფიციალური გვერდი

ჯანო ანანიძემ საქართველოს ნაკრებში 45 შეხვედრა ჩაატარა 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვისლას გულშემატკივრებმა წიტაიშვილი საუკეთესოდ აღიარეს

ბასილაშვილმა ტიტული ვერ დაიცვა