in

ბავშვები კი არა, მხეცები ყოფილხართ: საქართველომ იტალიას მოუგო და მსოფლიოზე შედეგი უკვე დადო

საქართველოს ახალგაზრდული მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში იტალიას ბონუს ქულით მოუგო – 30:17.

უმცროსი ბორჯღალოსნები მთელი მატჩი ჯობდნენ ძლიერ მეტოქეს და დამსახურებულად გარდასახეს ეს უპირატესობა გამარჯვებაში.

ჩვენებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და მე-10 წუთზე ნიკა ლომიძემ პირველი ლელო დადო, რომელიც ხუციშვილმა ზუსტად გარდასახა – 7:0. მე-16 წუთზე იტალიელებმა ჯარიმით სხვაობა შეამცირეს, ხუთ წუთში კი ლელოც დაგვიდეს (ზუსტად გარდასახეს) და წინაც გავიდნენ – 10:7.
ჩვენები გააქტიურდნენ და ხუციშვილმა ჯარიმით ანგარიში გაათაანაბრა, რამდენიმე წუთში კი ბასა ხონელიძემ მეორე ლელო დადო და საქართველო წინ გაიყვანა – 15:10. ტაიმის ბოლმდე ხუციშვილმა კიდევ ერთი ზუსტი ჯარიმა შეასრულა და პირველი ტაიმი 18:10 მოვიგეთ.

მეორე ნახევარი იტალიელებმა აგრესიულად დაიწყეს, ლელოც მალე დადეს (ზუსტად გარდასახეს) და სხვაობა მინიმუმადე შეამცირეს.
52-ე წუთზე ბასა ხონელიძემ კარგად ისარგებლა იტალიელების შეცდომით და ამ შეხვედრაში თავისი მეორე ლელო დადო, ხუციშვილი გარდასახვისას კვლავ ზუსტი იყო 25:17.
შეხვედრის დასრულებამდე ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთი ლელო დადეს და საბოლოოდ ბონუს ქულით გაიმარჯვეს.

საქართველოს ნახევარფინალში გასვლის ამბავი კონკურენტების შედეგზე იქნება დამოკიდებული. ჩვენს გუნდს მინიმუმ მე-5-8 ადგილებისთვის თამაში გარანტირებული აქვს, აქამდე საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილი იყო (2018 წ).

C ჯგუფში ამ დროისთვის პირველ ადგილზე ჩვენ ვართ და თუ დღეს (21:00 სთ) სამხრეთ აფრიკა და არგენტინა ფრეს ითამაშებენ, ლიდერობას შევინარჩუნებთ.
მეორე ვარიანტი რაც გვაწყობს ის არის, რომ არგენტინამ მოიგოს, მაგრამ არა ბონუს ქულით.

შეგახსენებთ, რომ უმცროსი ბორჯღალოსნები პირველ ტურში სამხრეთ აფრიკასთან 23:33 დამარცხდნენ, მეორე ტურში კი არგენტინას მშრალზე მოუგეს – 20:0.

თქვენ ხართ კაცები! ლომები, ჯიგრები… საქართველომ არგენტინა მშრალზე დასვა

ნებისმიერ შემთხვევაში ახალგაზრდული საქართველოს გამოსვლა დადებითად უნდა შეფასდეს, ორი ისტორიული გამარჯვება უკვე მოპოვებულია და ბიჭებმა გული და სული ჩადეს ყველა მატჩში. ძლიერ მეტოქეებს არათუ დაუთმეს რაიმე, საკუთარი უპირატესობაც კი აჩვენეს. ცნობილ ქართულ ფილმში „ფეოლა“-ში როგორც არის – „თქვენ ადამიანები კი არა, მხეცები ყოფილხართ“-ო, კარგი გაგებით ცხადია ასეც გამოდის, ისე უგებენ ჩვენი ბიჭები სახელიან გუნდებს.

2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
4 ივლისი. სტელენბოში.
იტალია – საქართველო 17:30

ლელო: ლომიძე, ხონელიძე (2), ჭამიაშვილი
გარდასახვა: ხუციშვილი (2)
ჯარიმა: ხუციშვილი (2)

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. შალვა აფციაური (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 18. ბადრი ციხისთავი (ბეიონი), 19. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. ნიკოლას რაგოევი (ნევერი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბაზარზე ბევრი თავისუფალი ფეხბურთელია, მათგან ერთი კარგი გუნდი გამოვიდოდა

ეს უკვე ამბავია: ბაიერნი მამარდაშვილს აკვირდება, თუმცა… ჯერ არ უნდა