in

ახლა ვინისიუსია ყველაზე ძვირი: მესი და რონალდო აღარავის ახსოვს

სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES Football Observatory) ტოპ 5 ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა.

სატრანსფერო ღირებულების შეფასება საკუთარი ეკონომეტრიკული ალგორითმის მიხედვით ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ შეფასება არ არის დამოკიდებული კონტრაქტში მითითებულ გამოსასყიდ თანხაზე.

ტოპ 5 ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებულად მიიჩნიეს „რეალის“ ბრაზილიელი ვინისიუსი – ის 166.4 მლნ ევროდ შეფასდა.

ყველაზე მაღალშეფასებული მეკარე გახდა ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-დან (82 მლნ ევრო), ცენტრალური მცველი – რუბენ დიაში „სიტიდან“ (120.5 ლნ ევრო), ფლანგის მცველი – ალფონსო დევისი „ბაიერნიდან“ (122.3 მლნ ევრო), დაცვითი სტილის ნახევარმცველი – ჯუდ ბელინგემი დორტმუნდის „ბორუსიადან (130.1 მლნ), შემტევი ნახევარმცველი – ფლორიან ვირტცი „ბაიერიდან“ (133 მლნ).

ლეო მესი და კრიშტიანი რონალდო ტოპ 100-შიც ვერ მოხვდნენ. მბაპემ 48-ე ადგილი დაიკავა, ის 71.5 მლნ ევროდ შეაფასეს.

რეიტინგის ტოპ 10

  1. ვინისიუსი, „რეალი“ – 166,4;
  2. ფილიპ ფოდენი, „სიტი“ – 152,6;
  3. ერლინგ ჰაალანდი, „ბორუსია“ დორტმუნდი – 142,5;
  4. მეისონ გრინვუდი, „მანჩესტერი“ – 133,9;
  5. ფლორიან ვირტცი, „ბაიერი“ – 133;
  6. ჯუდ ბელინგემი, „ბორუსია“ დორტმუნდი – 130,1;
  7. ალფონსო დევისი, „ბაიერნი“ – 122,3;
  8. რიბენ დიაში, „სიტი“ – 120,5;
  9. პედრი, „ბარსელონა“ – 118;
  10. ფრენკი დე იონგი, „ბარსელონა“ – 115,2.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დავით ასათიანი ხეტაფეს სარეზერვო გუნდში ითამაშებს

ვიდეო: მამუკელაშვილის 22 წუთი და 10 ქულა 5 მოხსნა ტორონტოსთან