საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია. ჩვენი ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა ის 22 მოთამაშე დაასახელა, რომლიდანაც მოახლოებული მატჩებისთვის ძირითად შემადგენლობას შეარჩევს. გაფართოებულ შემადგენლობაში ნაკრების გამოცდილ ლიდერებთან ერთად ახალი სახეებიცაა, რომლებსაც ნაკრებში ადგილის მოპოვება 13-დან 19 თებერვლის ჩათვლით, დიღმის არენაზე დაგეგმილ საქართველოს ნაკრების ვარჯიშებზე ექნებათ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეში ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი იწყება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ნაკრები 6 მატჩს გამართავს. ჩვენი ნაკრები G ჯგუფში ფინეთთან, სერბეთთან და დანიასთან ერთად მოხვდა. მოგეხსენებათ, ფინეთი ევრობასკეტ 2025-ის ერთ-ერთი მასპინძელია და ფინალურ ეტაპზე გასულია. შესაბამისად, ჩვენი ჯგუფიდან ფინეთის გარდა ევრობასკეტზე კიდევ ორი ნაკრები გადის.
საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 23 თებერვალს, სტუმრად დანიასთან გამართავს, ხოლო 3 დღეში, 26 თებერვალს თბილისში სერბეთს უმასპინძლებს. ჩვენი ნაკრები დანიაში 20 თებერვალს გაემგზავრება, მანამდე კი, 13 თებერვლიდან, ოლიმპიურ სოფელში მდებარე ვიქტორ სანიკიძის აკადემიაში მოემზადება. ალექსანდარ ჯიკიჩმა სამწვრთნელო შტაბის წევრებთან – ანატოლი ბოისასა და მანუჩარ მარკოიშვილთან კონსულტაციების შემდეგ ნაკრებში 22 მოთამაშეს უხმო. ლეგიონერთა უმეტესობა ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდება, ხოლო თბილისში მოვარჯიშე კალათბურთელების ბირთვი სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელები იქნებიან.
წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობას:
GIPHY App Key not set. Please check settings