in ,

ახალგაზრდა ფეხბურთელი ქუჩურ ჩხუბში მოკლეს

ირლანდიის „ბოჰემიანსის“ აკადემიის ფეხბურთელი ჯოშ დანი დუბლინში ქუჩურ გარჩევებს შეეწირა.

დუბლინში შეტაკება მოხდა ორ დაჯგუფებას შორის, რომლის შედეგად 16 წლის დანს რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ის საავადმყოფოში მიიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი სიცოცხლის შენარჩუნება ვერ შეძლეს.

„კლუბში ყველანი გამოფიტულები ვართ, ჯოშის ტრაგიკულ ვითარებაში დაღუპვის გამო. ის ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო. გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას და თანავუგრძნობთ ოჯახის წევრებს. ეს რთული დროა ჯოშის თანაკლუბელებისთვისაც“, – ნათქვამია „ბოჰემიანსის“ პრეს-სამსახურის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ კლუბი მზადაა საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს მოთამაშეებს და დაღუპულის მშობლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოქროს ბურთი, ოქროს ბუცი, წლის ფეხბურთელი: რომელ ქვეყანას აქვს ყველაზე მეტი ჯილდო – ამ სიაში ქართველიცაა

რონალდომ და ჯორჯინამ წითელ ზონაში დაისვენეს და კანონი დაარღვიეს