ირლანდიის „ბოჰემიანსის“ აკადემიის ფეხბურთელი ჯოშ დანი დუბლინში ქუჩურ გარჩევებს შეეწირა.
დუბლინში შეტაკება მოხდა ორ დაჯგუფებას შორის, რომლის შედეგად 16 წლის დანს რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ის საავადმყოფოში მიიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი სიცოცხლის შენარჩუნება ვერ შეძლეს.
„კლუბში ყველანი გამოფიტულები ვართ, ჯოშის ტრაგიკულ ვითარებაში დაღუპვის გამო. ის ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო. გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას და თანავუგრძნობთ ოჯახის წევრებს. ეს რთული დროა ჯოშის თანაკლუბელებისთვისაც“, – ნათქვამია „ბოჰემიანსის“ პრეს-სამსახურის განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ კლუბი მზადაა საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს მოთამაშეებს და დაღუპულის მშობლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings