ძალიან საინტერესოა. ეკვადორმა ნოემბერში დაადასტურა, რომ 2024 წლის კოპა ამერიკას ვერ უმასპინძლებს, შესაბამისად, ახალი ვარიანტების ძიება დაიწყო და უმალ აშშ-ს ვარიანტი გამომზეურდა.
შტატებმა კოპა ამერიკას 2016 წელს უკვე უმასპინძლა, მაგრამ პრობლემა 2026 წლის მუნდიალშია, რადგან ერთ-ერთი მასპინძელი, სწორედ აშშ არის კანადასთან ერთად.
კანადის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიკტორ მონტალიანიმ კი “onesoccer”-თან ინტერვიუში თქვა, რომ ეს ყველაფერი სპეკულაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება. მოკლედ, დადასტურებულად არაფერი ვიცით.
GIPHY App Key not set. Please check settings