in

აქ შეიძლება ჩვენც ვყოფილიყავით: ოლიმპიური ფეხბურთის წილისყრა ჩატარდა

საქართველოს ნაკრებს უნიკალური შანსი ჰქონდა მოხვედრილიყო ოლიმპიურ თამაშებზე. საშინაო ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ისრაელთან პენალტების სერიაში წავაგეთ და ნახევარფინალში მეტოქე გავიდა, შესაბამისად მოიპოვა კიდეც პარიზის ოლიმპიადის საგზური. მაშინ კვარაცხელიას სულ ცოტა მაინც რომ ეთამაშა…

ახლა კი საფეხბურთო ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
სუკ 16 გუნდი მონაწილეობს, ისინი ოთხ ჯგუფად დაჰყვეს. კიდევ გასარკვევი რჩება 4 მონაწილე.

ოლიმპიური ფეხბურთი 24 ივლისიდან 10 აგვისტომდე იქნება.

A ჯგუფი

  1. საფრანგეთი
  2. აშშ
  3. აზია-აფრიკსი პლეი-ოფის გამარჯვებული
  4. ახალი ზელანდია

B ჯგუფი

  1. არგენტინა
  2. მაროკო
  3. აზიის წარმომადგენელი №3
  4. უკრაინა

C ჯგუფი

  1. აზიის წარმომადგენელი №2
  2. ესპანეთი
  3. ეგვიპტე
  4. დომინიკის რესპუბლიკა

D ჯგუფი

  1. აზიის წარმომადგენელი №1
  2. პარაგვაი
  3. მალი
  4. ისრაელი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ასეთი შესაძლებლობა უკვე სტიმულია: რას ფიქრობს მეტოქე

აბა რონალდო?.. საუდის არაბეთში მოთამაშე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები – აღარც ნეიმარი