in ,

აქაც დემბელე: ხვიჩა ფავორიტებში მეცხრეზე დააყენეს

უსმან დემბელე „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარ ფავორიტად დასახელდა.

ჟურნალმა France Football-მა წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოსთვის მებრძოლი 30 ფეხბურთელის სახელი გამოაცხადა.

Goal-მა შეადგინა ჯილდოს მთავარი კანდიდატების რეიტინგი. 20-კაციან სიაში პირველი ადგილი პსჟ-სა და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა დაიკავა.

ხვიჩა კვარაცხელია მე-9 პოზიციაზეა. ბუქმეკერების ვერსიით კი ქართველი მეშვიდე ადგილზეა.

ვინ მოიგებს ოქროს ბურთს: ხვიჩა მეშვიდეა

სრული რეიტინგი ასეთია:

  1. უსმან დემბელე (პსჟ, საფრანგეთი);
  2. ლამინ იამალი (ბარსელონა, ესპანეთი);
  3. ვიტინია (პსჟ, პორტუგალია);
  4. რაფინია (ბარსელონა, ბრაზილია);
  5. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე);
  6. კილიან მბაპე (რეალი, საფრანგეთი);
  7. აშრაფ ჰაკიმი (პსჟ, მაროკო);
  8. დეზირე დუაი (პსჟ, საფრანგეთი);
  9. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საქართველო);
  10. ნუნო მენდეში (პსჟ, საფრანგეთი);
  11. ჰარი კეინი (ბაიერნი, ინგლისი);
  12. კოულ პალმერი (ჩელსი, ინგლისი);
  13. პედრი (ბარსელონა, ესპანეთი);
  14. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა, ესპანეთი);
  15. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ, იტალია);
  16. ვიქტორ დიოკერეში (არსენალი, შვედეთი);
  17. ჟოაო ნევეში (პსჟ, პორტუგალია);
  18. ვინისიუსი (რეალი, ბრაზილია);
  19. მაიკლ ოლისე (ბაიერნი, საფრანგეთი);
  20. სკოტ მაკტომინაი (ნაპოლი, შოტლანდია).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჰამბურგმა გოჩოლეიშვილი წარადგინა

ხიხონის სპორტინგი ლაშა ოდიშარიაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს