in

აუცილებლად გავალთ: კომენტარები

საქართველოს ნაკრებმა ძალიან დაძაბულ და დრამატულ ბრძლაში მინიმალური სხვაობით წააგო ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო, იტალიის ნაკრებთან – 84:85. მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს:

იტალიას მსოფლიო მივეცით, ჩვენ თებერვლისთვის გადავდეთ

ილიას ზუროსი:
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო თორნიკე შენგელიას თავდადება. მას ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა, მაგრამ ნაკრებში უყოყმანოდ ჩამოვიდა და დიდი ენერგია ჩადო როგორც ისლანდიაში, ასევე თბილისურ მატჩში.
დაუჯერებელი ენერგია მოგვცა ქომაგმა მეორე ტაიმში. მათი დახმარებით ძალიან ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, მაგრამ წავაგეთ ევროლიგის სამი კალათბურთელით გაძლიერებულ იტალიასთან.
მინდა გავიხსენო, რომ ფიბა-ს გადაწყვეტილების გამო ორი მოგება ჩამოგვაკლდა – პირველ ეტაპზე მაკედონიასთან გამარჯვებები ამ ეტაპზე არ გადმოგვყვა. რაც უსამართლოდ მიმაჩნია.
თუმცა, მჯერა ჩემი კალათბურთელების. დარწმუნებული ვარ, მომდევნო ეტაპზე გავალთ. აუცილებლად გავალთ!“

ჯანმარკო პოცეკო:
„გამარჯობა (ქართულად თქვა).
ჩანდა, რომ ორივე გუნდი დაღლილი იყო. ორი დღის წინ გამართული მატჩის შემდეგ ძალების აღდგენა იოლი არ ყოფილა. თუმცა დიდებული თამაში გამოვიდა. მიყვარს ჩემი კალათბურთელები. წარმატების მიღწევა თუ გინდა საკუთარ ლიმიტს უნდა გადააბიჯო. ეს ჩემმა გუნდმა საქართველოსთანაც გააკეთა, ესპანეთთანაც და ევრობასკეტზეც.

საქართველოს ნაკრებთან გამარჯვება ურთულესი საქმეა. ამ გუნდში ხომ თორნიკე შენგელია თამაშობს. ის ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია არა მხოლოდ ევროპაში… მის წინააღმდეგ თავის დაცვა იოლი არ არის, თუმცა ჩემმა კალათბურთელებმა ამოცანას მეტ-ნაკლებად კარგად გაართვეს თავი. დაცვით კმაყოფილი ვარ.

ილიას ზუროსმა გუნდი კარგად მოამზადა. თუმცა ვაკონტროლებდით მოხსნას, ფარქვეშ ბევრი ვიმუშავეთ, შერმადინიც გამორჩეულია ევროპაში და მასთან დაცვისასაც დიდი ყურადღებაა საჭირო. თუმცა მეოთხე პერიოდში, როცა საქართველომ 5 ქულით გაგვასწრო, წაგებაზე დავფიქრდი. თუმცა გადამწყვეტ მომენტში ზედიზედ ოთხი სამქულიანი ჩავაგდეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე გავედით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბოლო ორ მატჩში ყურადღებას მოვადუნებთ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, გასულები ვართ თუ არა ჯგუფიდან – ყველა მეტოქესთან ბოლომდე გამარჯვებისთვის ვიბრძვით. ასე იქნება მომავალ მატჩებშიც. თუ ჩვენი მოგებით საქართველოს დავეხმარებით, მხოლოდ გამიხარდება. ჩვენ და ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ. იგივეს გისურვებთ თქვენ, ქართველებს“.

თორნიკე შენგელია:
„დაცვაში უკეთ უნდა გვეთამაშა. ჩვენმა მოწინააღმდგემ უფრო მეტი სამქულიანი სტყორცნა, ვიდრე ორიანი. 16 სამიანი გამოიყენა. ჩვენ ბევრი შეცდომა გვქონდა, ჩემით დაწყებულლი… ბოლო წამზე მოხდა, რაც მოხდა, მე ვიღებ პასუხისმგებლობას.
დავმარცხდით, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსს ვინარჩუნებთ. ყველაფერი ჩვენს ხელშია და დარჩენილ მატჩებში მაქსიმუმი უნდა გავიღოთ“.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იტალიას მსოფლიო მივეცით, ჩვენ თებერვლისთვის გადავდეთ

არ უნდა გვეგონოს, რომ უფრო წინ ვართ, ვიდრე სინამდვილეშია: ვილი სანიოლი უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდა