in

ატლეტიკო მზად არის… მამარდაშვილისთვის

გიორგი მამარდაშვილი ახლა საქართველოსთვის ირჯება და ცოტა ხანი ტრანსფერისთვის არ სცალია, თუმცა მის გარეშეც ჭორაობენ. ბოლოს მილანის „ინტერი“ გამოიკვეთა, მაგრამ როგორც ჩანს იტალიურ გრანდს კონკურენტეიც ეყოლება და არ არის გამორიცხული მამარდა ესპანეთში დარჩეს, ოღონდ ერთ-ერთ სუპერკლუბში. საუბარია მადრიდის „ატლეტიკოზე“.

და ობლაკი? სლოვენიელის შევიწროება წარმოუდგენელია, აქ საუბარი იმაზეა თუ ის დატოვებს „ატლეტიკოს“.

ესპანელები წერენ, რომ მადრიდის „ატლეტიკო“ მზად არის ბრძოლაში ჩაერთოს თუ ობლაკი მნიშვნელოვან შეთავაზებას მიიღებს. ასეთ შემთხვევაში მადრიდელები მამარდაშვილის სახით იდეალურ შემცვლელს მიიღებენ.

არადა, „ატლეტიკომ“ იცის მეკარის შერჩევა და მერე მისი გავარსკვლავება. ობლაკამდე იყო კურტუა, მანამდე დე ხეა… თითქოს სუპერმეკარე ტოვებდა გუნდს, მაგრამ არანაკლები მოდიოდა.

მამარდაშვილის გამოსასყიდ რეალურ თანხად ყველაზე ხშირად 25 მლნ ევროს ასახელებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოჩოლეიშვილს აკვირდება… ნაპოლი

ვინ არის და როგორია ისრაელი: ევროპაში მსოფლიო არ უნდა გავამეორებინოთ