in

ატლეტიკოში ახალი დირექტორი მიდის, რომელსაც მამარდაშვილი უნდა

მადრიდის „ატლეტიკოს“ მალე ახალი სპორტული დირექტორი ეყოლება – მატეუ ალემანი. ის ამავე თანამდებობაზე „ბარსელონაში“ მუშაობდა.

ჩვენთვის ეს ამბავი იმითაა საინტერესო, რომ ალემანი აპირებს გუნდიდან გაუშვას მეკარე იან ობლაკი, რომელიც მართალია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ 30 წლისაა და ახლა თუ არ გაყიდიან, მერე გვიანი იქნება და ტრანსფერდან არაფერი შერჩებათ.

ბუნებრივია, თუ ეს გამოვიდა, შემცვლელიც დასჭირდებათ. „ატლეტიკოს“ დარი გუნდი რომ რამდენიმე ვარიანტზე იფიქრებს და კარგად მოიფიქრებს, რა მიხვერა უნდა, უბრალოდ კანდიდატურებს შორის არც თუ ბოლო პოზიცია გიორგი მამარდაშვილს უკავია. მეტიც, ესპანური პრესის ცნობით, ამ კაცის, ახალი დირექტორის სიმპათია სწორედ ქართველი მეკარისკენაა.

„ატლეტიკო“ მზადაა „ვალენსიასთან“ მოლაპარაკებებისთვის მამარდაშვილის ტრანსფერის თაობაზე. რამდენადაც ცნობილია, „ვალენსია“ ჩვენს მეკარეში 25-30 მილიონ ევროს ითხოვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შოტლანდიას თბილისური მატჩი აღარ ადარდებს, ესპანეთმა შემადგენლობა ჩამოწერა

მაგარი თოკო: შენგელია ისევ MVP გახდა