ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ ამბიციური პროექტი წარადგინა, რომელიც არამხოლოდ სტადიონს, არამედ მის მიმდებარედ არსებულ რეკრეაციულ ზონასაც შეეხება. პროექტი 2023 წელს უნდა დაიწყოს და 2025-ში დასრულდეს, რის შედეგადაც, „ვილა პარკი“ 50 000 იან არენად გადაიქცევა.
უშუალოდ სტადიონზე, „ჩრდილოეთის ტრიბუნა“ დაკონსტუიერდება, რომლის ტევადობაც გაიზრდება და „ტინიტი სთენდს“ დაუკავშირდება.
ასევე მოეწყობა „ვილა ლაივის“ საერთო სივრცე, რომელიც კლუბის მულტიპროფილური სავაჭრო ცენტრი იქნება და არაერთი კლუბთან დაკავშირებული მაღაზია მოეწყობა.
GIPHY App Key not set. Please check settings