ლიგა 2-ის პირველ შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძემ მშვენივრად ითამაშა და გოლი და საგოლე პასი გააკეთა. არ დააყოვნა ქებამაც და ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
შეგახსენებთ, ჩვენიანის „,მეცმა“ 3:0 მოუგო „ამიენს“.
ფოტო: გოლი და პასი – მიქაუტაძემ საფრანგეთი მაგრად დაიწყო
„ამიენთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ გიორგი მიქაუტაძე დასახელდა.
„მეცის“ გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი აქვთ და აქ აშუქებენ მატჩებსა თუ სიახლეებს. სწორედ Grenat Time-მა აღიარა 21 წლის ქართველი საუკეთესოდ პირველი ტურის შეხვედრაში.
კომენატრი გააკეთა თავად ფეხბურთელმაც:
„კარგი დასაწყისი მნიშვნელოვანია. მინდ თავდაჯერებული ვიყო, ბურთი შევიგრძნო, დავარტყა… ეს ხომ გუნდსაც გამოადგება. მატჩის ბოლოს ტაშმა ძალიან გამახარა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და ასე უნდა გავაგრძელოთ“.
GIPHY App Key not set. Please check settings