„ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ბევრი არაფერი გამოსვლია. სტუმართა დაცვამ ის გაანეიტრალა და ქართველისგან ჩვეული ხიფათი არ ყოფილა. მწვრთნელმა შემტევი 68-ე წუთზე გამოცვალა და მერე ამის მიზეზიც ახსნა. თუმცა მანამდე კვარაცხელიამ შეცვლის გამო უკმაყოფილობა აშკარად გამოხატა. ასეთი რამ პირველად არ ხდება. ხვიჩამ ჟესტით უკმაყოფილება დაუფარავად აჩვენა რუდი გარსიასაც, რომელმაც ის ერთ-ერთ შეხვედრაში გაიყვანა.
კვარაცხელიას ასეთ ქმედებას ბუნებრივია დადებითი შეფასება არ მოჰყოლია. იტალიური ფეხბურთის ლეგენდებმა ჩვენიანი გააკრიტიკეს:
ფაბიო კანავარო:
„კვარაცხელია გაბრაზებულია შეცვლის გამო? პატივი უნდა სცე შენს თანაგუნდელებს, რომლებიც შენსავით ყოველდღე ვარჯიშობენ და მინდორზე გადიან. თანაც ასეთი დამოკიდებულება მწვრთნელს აღიზიანებს, რომელიც გუნდში ახალი მისულია და სხვებსაც უნდა მისცეს თავის გამოჩენის საშუალება“.
ფაბიო კაპელო:
„კვარაცხელია არ მომეწონა. ასეთი ჟესტები არ უნდა გააკეთოს. როცა მოედანს ტოვებ, თანაგუნდელს უნდა გადაეხვიო. ასე მოქცევა არ შეიძლება“.
GIPHY App Key not set. Please check settings