in

არ მინდა ზედმეტად ნეგატიური ვიყო: ვილი სანიოლი მარტში სხვა საქართველოს ელოდება

საქართელოს ნაკრებმა ამხანაგურ შევხედრაში 0:3 წააგო მაროკოსთან არაბთა საემიროების ქალაქ შარჯაში. მეტოქე აშკაარდ უკეთესი იყო და დამსახურებულად გაიმარჯვა. აი როგორ შეაფასა მარცხი ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა:

წაუგებლობა დამთავრდა: საქართველო მაროკომ უპრობლემოდ წააქცია

ვილი სანიოლი:

“ვეთამაშეთ ნაკრებს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის განსაკუთრებული მოტივაციით ემზადება. ჩვენი მოთამაშეები მზად არ იყვნენ უმაღლესი დონის თამაშის ჩასატარებლად, თუმცა მათ ვერ დავადანაშაულებ. მათთვის ახლა დასვენების პერიოდი იწყება, მაროკო კი მსოფლიო თასზე გაემგზავრა.

ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, ითამაშეს ახალწვეულებმა. ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. პირველი ტაიმი ძალიან ცუდი იყო, მეორე უკეთესი, გოლის გატანის რამდენიმე შანსიც გვქონდა. მარტის თამაშებისთვის, ფეხბურთელები უფრო მეტად მოემზადებიან. არ არის იოლი, როდესაც საქართველოდან ჩამოდიხარ და განსხვავებული კლიმატური პირობებია მოსამზადებლად. ამიტომ, არ მინდა ზედმეტად ნეგატიური ვიყო.

რა თქმა უნდა, გვაქვს სამუშაო და რაღაცები შესაცვლელი. წარმატებული წლის შემდეგ, როდესაც ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა და გუნდიც ბოლომდე იხარჯებოდა, დღევანდელი მარცხი განსაკუთრებით საწყენია. დარწმუნებული ვარ, მარტში განსხვავებულად წარმოვაჩენთ საკუთარ თავს”.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს 29 მარტს, საკუთარ მოედანზე, ნორვეგიის წინააღმდეგ ითამაშებს. წლის სადებიუტო ოფიციალურ შეხვედრამდე ჩვენი გუნდი რამდენიმე დღით ადრე ამხანაგურ თამაშს გამართავს. მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წაუგებლობა დამთავრდა: საქართველო მაროკომ უპრობლემოდ წააქცია

დუდა ანორთოსისში მივიდა