in

არ ვიცი ამას როგორ აკეთებენ: დიბალა რომაშია, მესი ინტერს უნდა – სატრანსფერო სიახლეები

„მილანი“ დაინტერესებულია „აინტრახტის“ მცველ ნდიკათი და „ტოტენჰემის“ ტანგანგათი.

პაოლო დიბალამ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა „რომასთან“. ის უფასოდ გადავიდა „იუვენტუსიდან“.

„იუვენტუსს“ სურს ალვარო მორატას დაბრუნება. „ატლეტიკო“ 20 მლნ ევროდაც გაუშვებს.

დორტმუნდის „ბორუსიამ“ შესაძლოა 35 წლის ლუის სუარესი აიყვანოს სებასტიან ალეს ავადმყოფობის გამო.

„ბაიერნი“ 15-20 მლნ ევროდ მიყიდის მცველ როჩარდს „კრისტალ პალასს“.

„იუვენტუსმა“ დაანონსა გლეისონ ბრემერის ტრანსფერი. „ტორინოს“ 25 წლის მცველმა 2027 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.

ჯესი ლინგარდისთვის იბრძვიან „ვესტ ჰემი“, „ტოტენჰემი“, „ევერტონი“ და „ნოტინგემი“. ამერიკაში წასვლა გამორიცხულია, არის საემიროებისა და საუდეთის ვარიანტები.

„ბარსელონამ“ და „ჩელსიმ“ შეათანხმეს ასპილიკუეტას ტრანსფერი 4-5 მლნ ევროდ. ლონდონელები მას გვარდიოლის შეძენის მერე გაუშვებენ.

„ლივერპულმა“ დევისი გაყიდა „რეინჯერსში“ 4 მლნ ფუნტად. მცველმა 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„ინტერ მაიამის“ პრეზიდენტი ხორხე მასი ლეო მესიზე: „საუკეთესო პლანეტაზე, ჩვენ ბექჰემთან ერთად საუკეთესოების მოწვევას ვცდილობთ. იმედია, ლეო ჩვენი პროექტის ნაწილი გახდება“.

ნაგელსმანი „ბარსაზე“: „კლუბი უფულოდაა, მაგრამ ნებისმიერ ფეხბურთელს ყიდულობს. არ ვიცი, ამას როგორ აკეთებენ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯოვინოს ქართული პასპორტი აქვს და ნაკრებში თამაშიც შეუძლია: დაუძახებენ?

ნაგელსმანმა „ბარსა“ გამოლანძღა