in

არც ისე ცუდად, როგორც გვეგონა: ჩაკვე უფრო ადრე დაბრუნდება

გიორგი ჩაკვეტაძემ ბოლო ტურში მცირე ტრამვა მიიღო და ამ სანაკრებო თამაშის წინ გულშემატკივრების შეშფოთებაც გამოიწვია. თუმცა მალევე ითქვა, რომ გიორგი 4-5 დღეში განაახლებდა ვარჯიშს.
ახლა კი ამ საკითხს „უოტფორდის“ ახალდანიშნული მწვრთნელი ტომ კლევერლი გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, ჩაკვე შესაძლოა იმაზე ადრე დაბრუნდეს, ვიდრე ელოდნენ.

„ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც თავიდან ვფიქრობდით. გიორგის მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე. მას კოჭი ტკივა, სისხლჩაქცევები აქვს, მაგრამ იმედია, ნავარაუდევზე ადრე დაგვიბრუნდება“, – განაცხადა კლევერლიმ.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძე “ქოვენთრისთან” მატჩის 43-ე წუთზე დაშავდა და შესვენებაზე შეცვალეს.

“უოტფორდი” მომდევნო მატჩს 16 მარტს, სტუმრად “ბირმინგემთან”
ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტემ პირველი ტაიმი ითამაშა, გუგეშაშვილის გუნდმა კინაღამ სენსაცია დადო

ლივერპულს კვარაცხელია 85 მილიონი ფუნტი დაუჯდება