in

არქიმ ზურაბ კახაბრიშვილს საჩუქრად ბინა გადასცა

სამშენებლო დეველოპერულმა კომპანია “არქიმ” საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარ ექიმს და ქართველი სპორტსმენების წარმატების ერთ-ერთ მთავარ სულისჩამდგმელ ზურაბ კახაბრიშვილს საჩუქრად საცხოვრებელი ბინა გადასცა.

კახაბრიშვილს “არქის” ოფისში სიმბოლური გასაღები 2-გზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ გადასცა.

“ზურაბ კახაბრიშვილი წლებია ქართული სპორტის სამსახურშია. მისმა პროფესიონალიზმა არაერთი ქართველი სპორტსმენი გაადარჩინა და მისი დამსახურებაა ბევრის წარმატება. ამიტომაც, ეს კიდევ მცირედი საჩუქარია მისი ღვაწლის დასაფასებლად” – თქვა ლაშა ტალახაძემ.

“დიდი მადლობა “არქის” ამ საჩუქრისთვის. ზოგადად, ბევრი ლაპარაკი მიყვარს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა , როცა სიტყვები არ მყოფნის. მრავალშვილიანი მამისთვის ეს მართლა გრანდიოზული საჩუქარია”, – თქვა ზურაბ კახაბრიშვილმა.

შეგახსენებთ, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ზურაბ კახაბრიშვილმა ლაშა ბექაურს სპეციალური სარეაბილიტაციო კურსი გაატარა, რომ ტრავმას ხელი არ შეეშეშალა და ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რაა? პსჟ კრიშტიანოსაც წაიყვანს – მესი და რონალდო ერთად?

ბარსას მაისურების გაყიდვა 80%-ით დაეცა, Nike გაყიდულ მესის უკან გამოითხოვს