ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ინტერესი ბევრ გუნდს აქვს და ახლა მათ პრემიერლიგის ლიდერი „არსენალიც“ შეემატა. ეს მას შემდეგ, რაც „მეთოფეებმა“ ვერ შეძლეს მიხაილო მუდრიკის აყვანა, რომელიც „ჩელსის“ შეუერთდა.
„არსენალი“ დაინტერესებულია „ნაპოლის“ ვარსკვლავით, მაგრამ კიდევ ჰყავს სხვა კანდიდატებიც. ამის შესახებ უამრავი გამოცემა წერს.
ქართველ შემტევთან ერთად ყველაზე სასურველად ასახელებენ „მილანის“ პორტუგალიელ თავდამსხმელ რაფაელ ლეოას.
ასევე გაიჟღერა ფერან ტორესის და რაფინიას (ორივე “ბარსელონა”), ლეანდრო ტროსარდისა და კაორუ მიტომას (ორივე “ბრაიტონი”) სახელებმაც.
კვარაცხელიათი გაოცებულია „არსენალის“ ყველა დროის ლეგენდა ტიერი ანრიც.
ჩვენიანის მიმართ ინგლისური გრანდის დაინტერესება ფაბრიციო რომანოც წერს.
GIPHY App Key not set. Please check settings