საქართველოს ნაკრები დღეს საღამოს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეორე მატჩს გამართავს და ერთ რეკორდს დაამყარებს. ამ შეხვედრას დაესწრება ყველაზე მეტი მაყურებელი ახალგაზრდული ევროპის პირველობის ისტორიაში.
საქართველოსა და ბელგიის მატჩის ბილეთების 80 პროცენტი გაყიდულია, მინიმუმ 40 ათასზე მეტი.
„მატჩზე დასასწრები ბილეთების 80 პროცენტი გაყიდულია. იჩქარეთ, ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ და მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში. მოდი ადრე და 19:45-ზე ერთად ვიმღეროთ ჰიმნი“, – დაწერა ფეხბურთის ფედერაციამ.
„დინამო არენის“ ტევადობა 2007 წლის რეაბილიტაციის შემდეგ, 54 549 გახდა. ამ რაოდენობის 80 პროცენტი 43 ათასს აჭარბებს და უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების დასწრების რეკორდი დამყარდება.
რეკორდი კი 1996 წლის ფინალს ეკუთვნის, როდესაც ბარსელონას ოლიმპიურ სტადიონზე, ესპანეთი-იტალია შეხვდნენ ერთმანეთს და ამ თამაშს 34 600 გულშემატკივარი დაესწრო.
საქართველოსა და ბელგიის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings