სერია ა დასასრულს უახლოვდება. ლუკა ლოჩოშვილის თითქოს განწირულ „კრემონეზეს“ კი გადარჩენის შანსი გაუჩნდა.
34-ე ტურში „კრემონეზემ“ უშუალო კონკურენტს, „სპეციას“ უმასპინძლა და 2:0 მოუგო.
ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მე-6 წუთზე ლოჩოშვილი შეჯახების შემდეგ დაშავდა და ექიმის დახმარება დასჭირდა. ზოგადად ჩვენიანი საიმედოდ მოქმედებდა და კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩაატარა.
რაც შეეხება თამაშს, სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ, მომენტებიც შექმნეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იყო მასპინძელთა მეკარე. მეორე ტაიმიც ასევე გაგრძელდა, ერთი გუნდი უტევდა, გოლი კი მეორემ გაიტანა.
„კრემონეზეს“ 24 ქულა გაუხდა და „სპეციასთან“ და „ვერონასთან“ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა (27).
მომდევნო ტური კი რთულია – 14 მაისს სტუმრად „იუვენტუსთან“. თუმცა კონკურენტი „სპეციაც“ იგივე დღეშია, „მილანი“ ელოდება.
აღსანიშნავია, რომ „კრემონეზეს“ ყველა ტურნირზე ბოლო 4 მატჩია არ წაუგია.
კრემონეზე – სპეცია 2:0
გოლები: 1:0 ჩიოფანი (42), 2:0 ვასკესი (77)
GIPHY App Key not set. Please check settings