ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა, საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა, რომელიც უზბეკური “ფახთაქორიდან” წამოსვლის შემდეგ უგუნდოდაა, თურქულ “ქარაგიუმრუქს” უარი უთხრა.
თურქული გამოცემა იუწყება, რომ შოთა არველაძეს “ქარაგიუმრუქის” მწვრთნელობა შესთავაზეს, რომლის სპორტული დირექტორიც მისი ტყუპისცალი არჩილ არველაძეა და გუნდის ღირსებას მისი ძმისშვილი ვატო არველაძე იცავს, მაგრამ შოთიმ კლუბის წინადადებაზე უარი თქვა.
არველაძის ნაცვლად “ქარაგიუმრუქს” თურქეთის ნაკრების ყოფილი მეკარე ვოლკან დემირელი ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ცნობები, რომ შოთა არველაძე შესაძლოა ინგლისური “ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელი გახდეს.
GIPHY App Key not set. Please check settings