არგენტინის ნაკრების ყოფილი მეკარე პაბლო კავალიერო ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა.
46 წლის ყოფილი ფეხბურთელი Volkswagen Tiguan-ის საჭესთან იჯდა და კაცს დაეჯახა. სამწუხაროდ, 56 წლის ხუან რივერო ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ საქმე გაუფრთხილებლობით მკვლელობის მუხლით აღძრა.
თვითმხილველთა თქმით, რივერო შოსეს „ბნელ და ნაკლებად შესამჩნევ“ ადგილზე კვეთდა. ექიმებმა დაადასტურეს, რომ მამაკაცი დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
კავალიერომ არგენტინის მაკრებში 26 მატჩი ჩაატარა და 1998 და 2002 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილეა.
საკლუბო დონეზე კი ძირითადად ესპანეთში თამაშობდა, იცავდა „ესპანიოლის“, „სელტას“, „ლევანტეს“ და ასევე სხვა კლუბების კარს.
GIPHY App Key not set. Please check settings