in

არგენტინამ ფინალისიმა წაიღო: რეკორდი ახლოსაა – ეს სიზმარია

არგენტინამ ფინალისიმაში იტალია გაანადგურა 3:0. ანგარიში არ იტყუება: თამაშის ხარისხში სხვაობა შესამჩნევი იყო. სამხრეთამერიკელებმა დამსახურებულად მოიგეს და პირველებმა ჩაიხუტეს განახლებული ტურნირის თასი.

არგენტინის სერია შთამბეჭდავია: 22 მოგება და 10 ფრე. ბურთების სხვაობა – 56:17.

დაცვაც მწყობრშია: 14 მშრალი მატჩი. არადა, არგენტინა რეგულარულად თამაშობს ბრაზილიის, ურუგვაის და სხვა ძლიერი სამხრეთ ამერიკული ნაკრებების წინააღმდეგ.

არგენტინა ბრაზილიას დაუსხლტა და მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ტიტულიან გუნდად რჩება: 20 vs 18. აქ გათვალისწინებულია არტემიო ფრანკის თასიც, რომელიც ფინალისიმას წინამორბედი იყო. ეს ორი რომ მოვაშოროთ, გამოვა 18/18.

არგენტინამ წაუგებელი სერია 32 მატჩამდე გაზარდა. ეს ამ ქვეყნის რეკორდია. მსოფლიო რეკორდი იტალიას ეკუთვნის – 37 მატჩი (ესპანეთს 35 აქვს).

0:3 არგენტინისგან – ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხია იტალიისთვის 2017 წლის შემდეგ.

მესიმ 2 საგოლე პასი მისცა. მას 2022 წელს 12 ასისტი დაუგროვდა.

მესი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

მესიმ მე-2 ტროფეი აიღო ნაკრებში. მან კოპა ამერიკა და ახლა ფინალისიმა მოიგო. ადრე კი ოლიმპიადაც აქვს მოგებული.

მესიმ კარიერაში მე-40 ტროფეი მოიგო. მარტო დანი ალვეშს აქვს უფრო მეტი.

უეფა მესიზე: „ნამდვილი მასტერ-კლასი მოაწყო. არ გაუმართლა, რომ თავად ვერ გაიტანა“.

მესი: „არგენტინა მზადაა ნებისმიერთან სათამაშოდ. ეს კარგი შემოწმება იყო“.

მანჩინი: „ისინი უკეთესები იყვნენ. ჩვენ გატანა უნდა გვეცადა, მაგრამ ცოტა მომენტი გვქონდა“.

ლაუტარო: „ფასდაუდებელია. გულშემატკივრებთან ახლოს ვართ და ეს გვეხმარება“.

მეკარე მარტინესი: „ჩემპიონი გავხდი „მარაკანაზე“ და „უემბლიზე“ – ეს სიზმარია. არ ვიცი, შევძლებ თუ არა გამოღვიძებას“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიწყებთ: მიზანი რჩება ერთი – საქართველო დიდ ეტაპს იწყებს

პიკე და შაკირა დაშორდნენ: მიზეზი ღალატია