in

არადა, შეიძლებოდა მოგება: ახალგაზრდულმა საქართველომ შვედეთთან ფრედ ითამაშა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩი, შვედეთის წინააღმდეგ ბათუმში, ფრედ – 0:0 დაასრულა.

ჯგუფის მეორე და მესამე ადგილოსნებს შორის დაძაბული შეხვედრა, ჩვენი გუნდის სათამაშო უპირატესობით წარიმართა. ჩვენები შვედეთის კარს სახიფათოდ უტევდნენ. გიორგი კვერნაძეს, გაბრიელ სიგუას და ოთო მამაგეიშვილს კარგი საგოლე მომენტები ჰქონდათ. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა თუნდაც ერთი შანსის გამოყენება. სტუმართა მეკარე მოწოდების სიმაკლეზე იყო, რომელმაც 9 დარტყმა მოიგერია.

საქართველომ ძლიერ მეტოქესთან კარგად ითამაშა და 3 ქულაც რომ აეღო, არავის მოუბრუნდებოდა ენა, რომ დაუმსახურებელი იქნებოდა.

ევრო 2025. U21. საკვალიფიკაციო ეტაპი. C ჯგუფი

საქართველო – შვედეთი 0:0
17.10. ბათუმი. აჭარაბეთ არენა
საქართველო: ხარატიშვილი – ოდიშარია (65. გ. მამაგეიშვილი), მაისაშვილი, გოგლიჩიძე, ხვადაგიანი, მამაცაშვილი – სიგუა, ლ. გაგნიძე, ლომინაძე, ო. მამაგეიშვილი – კვერნაძე (85. აბუაშვილი)
სათადარიგოები: თანდილაშვილი – გვასალია, ლაცაბიძე, ოგბაიძე, ოსიყმაშვილი, რუხაძე, ეგოიანი
მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

გაფრთხილება: გიგოვიჩი (65), სმაილოვიჩი (80), ლომინაძე (82), აბუაშვილი (90+3)

4 მატჩის შემდეგ, საქართველოს და შვედეთის ახალგაზრდული გუნდები ჯგუფში 7 ქულით მე-2-3 ადგილს იკავებენ, ხოლო პირველადგილოსან ნიდერლანდებს 12 ქულა აქვს.

შემდეგ შეხვედრას საქართველო 16 ნოემბერს, სკოპიეში, ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: კლასიკური ჯეკ გრილიში Puma-ს ახალ ფოტოსესიაში

არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი თამაში: რამაზ სვანაძე მომდევნო წელს უკეთეს გუნდს ელოდება