in

არაბმა მაბხუტმა მესის აჯობა

გაერთიანებული საამიროების ნაკრების თავდამსხმელმა, რომელიც „ალ–ჯაზირაში“ თამაშობს, ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლებით არგენტინის ნაკრების ფორვარდს, ლიონელ მესის გადაუსწრო.

მაბხუტმა მალაიზიასთან მატჩის დროს დუბლი გააკეთა. ეს გოლები ნაკრების შემადგენლობაში მისთვის 72-ე და 73-ე იყო. ამ შედეგმა ალის საშუალება მისცა, რომ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მე-8 ადგილზე გადასულიყო.

მოქმედ ფეხბურთელთა შორის ის მე-2 ადგილს იკავებს და მხოლოდ პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდოს ჩამორჩება (103 გოლი).

30 წლის ალიმ არგენტინის ნაკრების წევრს ლიონელ მესის და ინდოეთის ნაკრების ფორვარდ სუნილ ჩჰეტრის გადაუსწრო. ბოლო ორს 71-71 გოლი აქვთ გატანილი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოქრიაშვილიც აპოელს შეუერთდა: ქართველები ისევ ერთად იქნებიან

იუვენტუსი მზადაა რონალდო 30 მილიონად გაყიდოს: კრიშტიანოს გზა პარიზისკენ მიდის