“რეალის” მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ “ნაპოლის” ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.
“ნაპოლიმ” ძალიან კარგი ფეხბურთელები დაიმატა, ახალი სისხლით შეივსო. ახლა ძნელია განსაზღვრო, ამ გუნდს რა შეუძლია. არაპროგნოზირებადი გახდა.
კვარაცხელია სიურპრიზია? მხოლოდ მათთვის, ვინც არ იცნობდა. თუ ვინმე საქმის კურსში არ არის – მას ჯერ კიდევ მაშინ ვაკვირდებოდით, როდესაც “ნაპოლიში” ვმუშაობდი. ის განსაკუთრებული მოთამაშეა”, – განუცხადა ანჩელოტიმ Rai Sport-ს.
ანჩელოტი ნეაპოლურ გუნდს 2018-2019 წლებში ედგა სათავეში – “რეალი” ხვიჩას საყვარელი კლუბია.
კარლო ანჩელოტისგან ასეთი სიტყვების მოსმენა სულ სხვა სიამოვნებაა, მას ტალანტების ცნობა არასდროს ეშლებოდა!
GIPHY App Key not set. Please check settings