in

ანიელიმ დუმილი დაარღვია: მე იუვეს უდიდეს ქომაგად ვრჩები!

28 ნოემბერს, ტურინის “იუვენტუსის” ცხოვრებაში ახალი თავის წერა დაიწყო. უფროსწორად, ძველი ფურცელი ამოიხია და ახლა მისი ჩამნაცვლებლის ძიება მიმდინარეობს. ანდრეა ანიელიმ პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა და პირველი კომენტარიც გააკეთა. ანდრეას სიტყვებს კი ჯანლუკა დი მარციო გვიზიარებს:

“ამით არაფერი შეცვლილა. მე ამ კლუბის უდიდეს ქომაგად ვრჩები. “იუვეს” პრეზიდენტობა ისეთი, რამაა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსცადო. ჩვენ ზედიზედ 9 ჯერ მოვიგეთ სკუდეტო და ეს ფეერიულია.

ჯოლ ელკანს (მფლობელი) ვესაუბრე და ეს საერთო გადაწყვეტილება იყო, შესაბამისად, ყველაფერი კარგადაა”.

რეალურად, ანიელის წასვლის შესახებ იმ ფინანსური სკანდალის შემდეგ დაიწყო საუბარი, როდესაც ბებერი ქალბატონი ფინანსური ტრიბუნალის წინაშე წარსდგა და საქმე კოვიდის დროინდელ ფინანსებს ეხება. ძიება გრძელდება, მაგრამ ანიელის გარეშე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მაურისიო პოჩეტინო: სანაკრებო გამოწვევისთვის მზად ვარ

დღეს მუნდიალზე ისტორია დაიწერება – ქალ მსაჯთა გუნდი უმნიშვნელოვანეს მატჩში!